სმენის დარღვევები

 

სმენადაქვეითებული ბავშვები. სმენადაქვეითებულს უწოდებენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ხასიათდებიან სმენის ნაწილობრივი უკმარისობით, რის გამოც დარღვეული აქვთ მეტყველების განვითარება, ამ ტიპის ბავშვებს ესმით მხოლოდ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები და შეუძლიათ შეიძინონ სიტყვების ერთგვარი მარაგი   (ძირითადად საყოფაცხოვრებო), თუმცა ამ სიტყვების ფონეტიკური მხარე, საკმაოდ დამახინჯებულია.

სწავლის დაწყების პერიოდისათვის სმენადაქვეითებულ ბავშვთა მეტყველება საგრძნობლად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ყველაფერი დამოკიდებულია ნარჩენი სმენის ხარისხზე და მის გამოყენება-განვითარებაზე.

  

სმენის ფუნქციის დარღვევის  გამომწვევი მიზეზები

კონდუქტიური სახის დარღვევები  დროებითია და აერთიანებს შუა ყურის (ოტიტი) ანთებას, გოგირდის საცობებს, გარეთა და შუა ყურის ანომალიურ აგებულებას (ყურის ნიჟარის არარსებობა ან განუვითარებლობა, სმენითი არხების შეხორცება, დაფის აპკის დეფექტები და სხვა), თანამედროვე მედიცინას გააჩნია მრავალრიცხოვანი საშუალებები მათი თავიდან აცილებისათვის, დაწყებული კონსერვატიული მეთოდებიდან , დამთავრებული ქირურგიული ჩარევით. როგორც წესი მკურნალობის, ზოგჯერ ხანგრძლივის შედეგად შესაძლებელია სმენის აღდგენა.

სენსო-ნევრალური სმენის დაქვეითება და სიყრუე  ამ ტიპის დარვევების დროს სმენის აღდგენა თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია, ლაპარაკია მხოლოდ დამხმარე თერაპიებზე, გარკვეულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, სმენაპროტეზირებაზე ( ინდივიდუალური სმენითი აპარატების შერჩევა), ხანგრძლივ სისტემატიურ კორექციაზე.სენსო-ნევრალურ სმენადაქვეითებას შეიძლება დაემატოს კონდუქტიური კომპონენტიც, მაგ შუა ყურში დაზიანებები, სმენის ასეთ დაზიანებას ეწოდება შერეული.

 

სმენის დაქვეითების და სიყრუის რისკ-ფაქტორებს მიეკითვნება:

  • დედის ინფექციური და ვირუსული დაავადებები ორსულობის დროს (წითურა, გრიპი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი...)
  • ორსულობის ტოქსიკოზი;
  • ახალშობილის ასფიქსია;
  • ქალაშიდა სამშობიარო ტრავმა;
  • რეზუს-ფაქტორი;
  • პიპოტროფია, ახალშობილის წონა 150 გრამზე ნაკლები;
  • დღენაკლულობა;
  • გადამწიფება (40 კვირაზე მეტი);
  • ოტოტოქსიური პრეპარატების მიღება ( სტრეპტომიცინი, მონომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი.....)
  • სმენის ანალიზატორის დაზიანებით თანმხლები დედის (ოჯახის) მემკვიდრული დაავადებები;
  • ბავშვთა ინფექციები (ქუნთრუშა, წითელა და სხვა);
  • ეპიდემიური მენინგიტი;
  • მწვავე ქრონიკული ოტიტები;
  • ქალა-ტვინის ტრავმა;

თითქოს უმნიშვნელო სმენის დაქვეითებაც კი, რომელიც ვითარდება ადრეულ ასაკში უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მეტყველების ფორმირებაზე. მძიმე  სმენის დაქვეითების ან სიყრუის დროს სპეციალური  სწავლების გარეშე ბავშვი ვერ დაეუფლება მეტყველებას . ეს ხდება იმიტომ, რომ ბავშვს არ ესმის საკუთარი ხმა, გარეშე მყოფთა მეტყველება  და აქედან გამომდინარე, ვერ ბაძავს მას.

 

სმენადარღვეულ ბავშთა ადრეული დიაგნოსტიკისა და სარეაბილიტაციო მუშაობის თავისებურებანი

სმენითი ფუნქციის დარღვევების დიაგნოსტიკა ბავშვების სიცოცხლის პირველ წლებში ფართოდ ინერგება პრაქტიკაში სხვადასხვა ქვეყნებში (ამერიკა, გერმანია, ბელგია, რუსეთი...). ამ ქვეყნის ბევრ სურდოლოგიურ ცენტრს უკვე გააჩნია ყველა აუც


აუდიოლოგიური სკრინინგის სისტემის ფართო დანერგვა ხელს შეუწყობს სმენადარღვეულ ბავშთა გამოვლენას ადრეულ ასაკში (სიცოცხლის პირველ თვეებში). სმენადარღვეულ ბავშვზე კორეკციული, პედაგოგიური ზემოქმედების მაქსიმალურად ადრეული დაწყება(სიცოცხლის პირველ თვეებიდან) ხელს შეუწყობს, მისი განვითარება მაქსიმალურად დაუახლოვდეს სმენიანი ბავშვის განვითარებას ნორმაში. შესაძლებელია ,თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ფსიქოფიზიკურ განვითარებაში, რომელიც გარდაუვალია უფრო მოგვიანებით დაწყებული სწავლების დროს.ილებელი, მათ შორის, ბავშვების ობიექტური გამოკვლევებისათვის საჩირო მოწყობილებები და დამატებითი აღჭურვილობა სათანადო აპარატებით.

ბავშვებში სმენის ადრეული დარღვევის გამოვლენის მეთოდიკა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: სმენის გამოხატული დარღვევების აღმოჩენის პროცენტის უზრუნველყოფა;  სმენის უმნიშვნელო დაკარგვის მქონე ბავშვების გამოვლენა; სხვადასხვა გარემოში გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა და ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინება.  ბავშვების, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფში შემავალი ბავშვების, სკრინინგის მეთოდიკების განხილვისა და მიწოდების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ შემდეგი ფაქტორები: პათოლოგიის  სოციალური მნიშვნელობა და გავრცელება, მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესაძლებლობა, აგრეთვე , რაც ყველაზე არსებითია, მისი ადრეული გამოვლენის ეფექტურობა.

ისმის კითხვა, სად უნდა მოხვდეს სმენის ადრეული გამოვლენა? ჩვილი და ადრეული ასაკის ყრუ და სმენადარღვეულ ბავშვებთან კორექციული მუშაობის წარმატებული ორგანიზაციისათვის აუცილებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პოლიკნიკებში სმენის დარღვევების ადრეული გამოვლენა. აუცილებელია, ასევე, სურდოლოგიურ ცენტრებში დიფერენცირებული დიაგნოსტიკის და ადრეული ასაკის ბავშვების სმენაპროტეზირების საკითხების მოგვარება-მოწესრიგება. სმენის გამოკვლევა ხდება სპეციალიზირებულ სამედიცინო სურდოაუდიოლოგიურ ცენტრებში. გამოკვლევა მოიცავს პედიატრიულ, ოტიატრულ, სურდოლოგიურ, ფსიქო-პედაგოგიურ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგად დაისმევა დიაგნოზი, ყოველივე აღნიშნული განხილულ და შეთანხმებულ უნდა იქნეს მშობელთან, რათა მიზანმიმართულად წარმართოს დახმარებისათვის აუცილებელი ხერხები და მეთოდები.


სმენის ხარისხი და ხასითი; უნდა დადგინდეს გარეთა და შუა ყურის მდგომარეობა;

მეორადი გადახრების არსებობა;

ბავშვის ზოგადი და სამეტყველო დონე;

შესაძლებელი და სამკურნალო- პროფილაქტიკური ღონისძიებები;

პროტეზირების (ინდივიდალური აპარატის შერჩევის)  საკითხი;

პედაგოგიური დახმარების ინდივიდუალური პროგრამა.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან ძირითადად ატარებს მშობელი. თუ ბავშვი ცხოვრობს ქალაქში სადაც მდებარეობს სურდოლოგიური კაბინეტი , 3-4-ჯერ ბავშვი მშობელს მიყავს  საკონსულტაციოდ სურდო-პედაგოგთან, ზუსტდება აპარატების რეჯიმი, უტარდებათ კონსულტაციები და სემინარები პატარას აღრზრდის და კორექციული მეცადინეობების თაობაზე.  თუ სმენადარღვეული ბავშვი შორს ცხოვრობს (სხვა ქალაქში სადაც არ არის სურდო ცენტრი), მაშინ ის სურდოლოგიურ  კაბინეტში ჩამოყავს თვეში 1-2-ჯერ. ამ შემთხვევაში რამოდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობს სამედიცინო და პედაგოგიური გამოკვლევა მშობლის თანდასწრებით. მშობლები უჩვენებენ სურდოპედაგოგს თუ როგორ ამეცადინებენ შვილებს, სურდოპედაგოგი თავის მხრივ ეხმარება მშობელს (საჭიროების შემთხვევაში) საკორექციო მუშაობის ხერხებისა და საშუალებების გაცნობა-ათვისებაში, აძლევს რეკომენდაციებს შემდგომი მუშაობის გასაგძელებლად. სურდოლოგიური კაბინეტის სურდოპედაგოგის და მშობლის კორექციული მუშაობის ძირითადი შინაარსია ბავშვის ზეპირი მეტყველების ფორმირება-განვითარება იმ სახით, რომ ის გასაგები იყოს საზოგადოების  ნებისმიერი წევრისათვის.

ანკეტა კითხვარი მშობელთათვის 

  1. 2-3 კვირა- კრთება ხმამაღალი ბგერის დროს;
  2. 1 თვე - ასაკში ბრუნდება ზურგს უკან გამოცემულ ხმაზე;
  3. 4 თვე - ასაკში რეაგირებს ჟღარუნებზე;
  4. 1-3 თვე - ასაკში რეაქციას იძლევა დედის ხმაზე;
  5. 3-6 თვე - ასაკში ძლიერ ხმაზე ფართოდ გახელილი თვალებით რეაგირებს;
  6. 2-4 თვე - ღუღუნებს;
  7. 4-5 თვე - ღუღუნი გადადის ტიტინში;
  8. მშობლის დანახვისას ჩნდება ახალი სატიტინო მარცვლები;
  9. მძინარე წუხს ხმამაღალ ხმაზე;

10.  8-10 თვე -  ჩნდება ახალი მარცვლები ( ბგერები)

 

რეკომენდაციები  მშობლებისათვის

  • სანამ სმენის აპარატი არ აქვს,ჩვენ ველაპარაკებით ან ვუმღერით ბავშვს ყურში, ვასმენინებთ მუსიკას.
  • აპარატის ხმარების დაწყებისას  მასთან საუბრისას ილაპარაკეთ, ხმადაბლა წამღერებით. ბევრი უმღერეთ, ან ასმენინეთ რადიო, სხვადასხაავა ჩანაწერები.
  • დაუძახეთ ბავშვს მასთან მიახლოებამდე. დაუძახეთ,შეჩერდით,კვლავ დაუძახეთ ბავშვის მხედველობის არეში მოხვედრამდე.გაუღიმეთ ბავშვს ,მას სჭირდება ეს ღიმილი, კეთილგანწყობით აღსავსე სახე,რომელიც მისთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს.
  • დადეთ ხმოვანი საგნები ბავშვისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ისე , რომ მან შეძლოს აღება და ნახვა, როგორ მუშაობენ ისინი.
  • ტანსაცმლის გამოცვლისას და ჭმევისას ელაპარაკეთ ნორმალურად,შესაძლებლობის ფარგლებში ეცადეთ ელაპარაკოთ ყურში,მაგრამ თუ ბავშვს თქვენი დანახვა სურს,ეცადეთ,რომ თქვენი პირი არ იყოს მხედველობის არის საზღვრებს გარეთ.
  • როცა ბავშვთან დალაპარაკება გსურთ ნუ დაელოდებით როდის შემოგხედავთ. ლაპარაკი მაშინაც დაიწყეთ, როცა ბავშვი თქვენს პირს არ უყურებს, ეს სმენის ვარჯიშის საუკეთესო და ბუნებრივი გზაა. შემდეგ პირისპირ გაუმეორეთ ბავშვს რისი თქმაც გსურდათ,კიდევ ერთხელ გაუმეორეთ სათქმელი, როდესაც ის თვალს მოგაცილებთ. დღის განმავლობაში ბევრი ასეთი შესაძლებლობაა.
  • გააცნობიერეთ ბავშვი გარემოს ბგერებში. როგორც კი ხოხვით ოთახში გადაადგილებას დაიწყებს, მიაქცევინეთ ყურადღება სხვადასხვა ხმებზე ოჯახში ( ტელეფონი;ზარი;მტვერსასრუტი და სხვ).

 

 

 

სკოლამდელი ასაკის სმენადაქვეითებულ ბავშვთა მომზადება ინტეგრირებულ-ინკლუზიური სწავლებისათვის

ეთერ  ხუფაცარია

ოლღა ჩიკვაიძე