ვითამაშოთ ერთად

თამაში განსაკუთრებული დროა. ეს არა მხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბავშვების განვითარებაში. თამაში ეს მათი ”სამსახურია” და მათი გზა სამყაროს შესწავლისაკენ. თამაშის საშუალებით პატარები იძენენ ახალ უნარებს, ავითარებენ წარმოსახვასა და შემოქმედებითობას, ისინი სწავლობენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.

ბავშვისათვის ყოველ საქმიანობას შეიძლება ჰქონდეს თამაშის სახე, დაწყებული სათამაშო მანქანების გორიალით და დამთავრებული წინდების დახარისხებით. ნებისმიერი ტიპის თამაში ახალი უნარების სწავლისა და ვარჯიშის რამდენიმე შესაძლებლობას იძლევა.

თამაში აკმაყოფილებს ბავშვის ბევრ მოთხოვნილებებს -  დახარჯოს ენერგია, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, გაერთოს, გამოიკვლიოს გარემო, უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს ექსპერიმენტები. იგი განაპირობებს  სენსორულ განვითარებასა და ფიზიკურ უნარებს, ქმნის რა ყველა საშუალებას, რათა ბავშვმა დახვეწოს და გააფართოვოს მიღებული ინტელექტუალური უნარები.

თამაში არ გულისხმობს აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევას ბავშვები ხარჯავენ ენერგიას, რათა სიამოვნება მიიღონ თვითონ თამაშის პროცესისაგან. 

თამაშის სახეობები: საგნებით თამაში 4-5 თვის ბავშვი სწვდება სასურველ ნივთებს და მათ ხელში იჭერს. საგნებით თამაში ქმნის საფუძველს შემდგომში აზროვნებისა და მეტყველებისათვის. საგნებით თამაში იწყება უბრალო კვლევითი-მანიპულაციური მოქმედებით 5 თვის ასაკში და მთავრდება რთული იმიტაციებითა და ფანტაზიებით 3  წლის ასკში.  9 თვის ბავშვი საგნებს იქნევს და ურტყამს ერთმანეთს, ატრიალებს ყველა მიმართულებით, მაგარმ ჯერ კიდევ ვერ ერკვევა იმ საგნების დანიშნულებაში რომლებითაც მანიპულირებს. 12 თვისთვის პირში ჩადებამდე ჯერ კარგად აკვირდებიან და სწავლობენ საგანს. 15-18 თვისათვის  ცდილობენ საგნები გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, მაგ: სვამენ ჭიქიდან, ივარცხნიან თმას. 21 თვისათვის უკვე იყენებენ ბევრს საგანს დანიშნულებისამებრ მაგ: აჭმევენ თოჯინას კოვზით, სვავენ თოჯინას სათამაშო მანქანაში და ა.შ. 3 წლის ასაკში შეუძლიათ თოჯინები აქციონ მოქმედ გმირებად მაგ: რომელსაც შეუძლია დაჩეხოს შეშა შემოიტანის და დაანთოს ღუმელი და ა.შ

სენსორული თამაში - ამ ტიპის თამაშის მიზანია სენსორული გამოცდილების დაუფლება ამავე გამოცდილებისათვის. ბავშვები დაუსრულებლად თამაშობენ წყლით, ღეჭავენ ბალახს, ახმაურებენ ჭურჭელს მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ ახალი ხმებით, სუნებით, გემოთი და ტაქტილური შეგრძნებებით.

სენსორული თამაშით ბავშვები სწავლობენ ბევრს თავის ფიზიკურ შესაძლებლობებზე და შეგრძნებებზე და ასევე იმ საგნების თვისებებზე, რომლებიც მათ გარშემოა.

მოტორული თამაშები- სირბილი, ხტუნვა, ტრიალი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია უამრავი მოძრავი თამაშებიდან, ის გულისხმობს მოძრაობებით გამოწვეული შეგძნებების მუდმივ ცვლას.

ჩვილობისას ეს არის ის მოძრაობები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ დაუსრულებლად უფროსების მონაწილეობით, რაც მათთვის სასიამოვნო ვარჯიშია სხეულის კოორდინირების გასაუმჯობესებლად.

მოტორული თამაშების ინიციატორები არიან უფროსები და ეს ჩვილისთვის მშობელთან ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი საშუალებაა. ბავშვს თანატოლებთან ამ ტიპის თამაში დახლოებით სამი წლიდან შეუძლია.

ენობრივი თამაშები 

ბავშვებს უყვართ სიტყვებთან თამაში, ისინი აერთებენ სიტყვებს, რათა მისცენ მათ ახალი მნიშვნელობა. უკანა პლანზე გადაინაცვლებს მეტყველების მთავარი ფუნქცია სიტყვების საშუალებით გადმოიცეს აზრი. ბავშვებს აინტერესებთ  და თამაშობენ სიტყვებთან, ხმებთან. წარმოთქვამენ სხვადასხვა ბგერებსა და მარცვლებს განსხვავებულად - ლა ლა ლოლო, ლა ლა ლა ლოლო.

რატომ თამაშობენ სიტყვებთან? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სახალისოა. მათ ამ თამაშზე ხშირად უფროსებს ეცინებათ, გარდა ამისა ეს საშუალებაა ივარჯიშონ გრამატიკაში, რასაც  ამ პერიოდში  ფლობენ.

როლური თამაშები და იმიტაციები 

როლური თამაშის მთავარი სახე არის სხვადასხვა როლისა და სიტუაციის გათამაშება: ბავშვები თამაშობენ დედა-შვილობანას; ბაძავენ მშობლებს, რომლებიც მიდიან სამსახურში; ასახიერებენ ძიძას; ასეთ თამაშებს ქვია სიუჟეტურ – როლური თამაშები. ისინი გულისხმობენ არამარტო ვინმეს მოქმედებას არამედ ასევე ფანტაზიასა და ურთიერთქმედების ახალ საშუალებებს.

წესებიანი თამაში და თამაშ-შეჯიბრებები 

ასაკთან ერთად მათი თამაშები ექვემდებარება გარკვეულ წესებს  და ისახავს გარკვეულ მიზანს. ბავშვები ათანხმებენ მონაწილეთა რიგითობას, წყვეტენ რა შეუძლიათ გააკეთონ და რა არ შეიძლება. ხშირად  აწყობენ ისეთ თამაშებს რომლებშიც არიან დამარცხებულები და გამარჯვებულები. მათ ამ ასაკში შეუძლიათ ისეთი წესებიანი თამაშის გაგება როგორიცაა დამალობანა. ამ თამაშებით ისინი იმახსოვრებენ წესებს, სწავლობენ წაგება-მოგებას, მიზეზ შედეგობრივ კავშირს.

როგორც მშობელი, თქვენ თქვენი ბავშვის პირველი და უსაყვარლესი პარტნიორი ხართ თამაშში. ბავშვის ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდან იგი თქვენ გეთამაშებათ, როდესაც სახეში გიყურებთ მისი კვების დროს ან უსმენს თქვენს ხმას, როდესაც უმღერით საფენის გამოცვლისას. იგი მუშაობს, სწავლობს და იკვლევს.

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, რათა თქვენი შვილის თამაში მეტად ნაყოფიერი გახადოთ?

მიჰყევით ბავშვს

მიეცით საგანი, სათამაშო ან დაასაქმეთ თქვენი ბავშვი და შემდეგ დააკვირდით თუ რას მოიმოქმედებს. არა უშავს თუ ბავშვი ”სწორედ” არ მოქმედებს... მიეცით საშუალება გიჩვენოთ თამაშის ”ახალი გზა”.

არ იჩქაროთ

ძალიან კარგია, რომ აჩვენოთ ბავშვს თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სათამაშო, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მის მაგივრად არ ითამაშოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე, როგორიცაა ერთი კუბურის მეორეზე დადება და შემდეგ წაახალისოთ პატარა თვითონაც სცადოს. ამასთანავე, მიწოდეთ საკმარისი დახმარება, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის იმედგაცრუება და შეინარჩუნოთ მისი მოტივაცია ისწავლოს ახალი უნარები.

ამოიცანით თქვენი ბავშვის სიგნალები

თქვენმა პატარამ შესაძლოა ვერ შესძლოს, რომ სიტყვებით გითხრათ როდის აღარ უნდა თამაში ან როდის არის იმედგაცრუებული. მაგრამ მას სხვა გზები გააჩნია ამისათვის - მაგალითად ბგერების, სახის მიმიკისა და ჟესტების გამოყენება. ამ სიგნალების ამოცნობა, რომელიც წინ უძღვის ბავშვის ტირილს, ისტერიკას, გაღიზიანებას დაგეხმარებათ იცოდეთ თუ როდის უნდა ჩაერიოთ ან შეცვალოთ აქტივობა. ამ სიგნალების ამოცნობა ასევე გვამცნობს თუ რომელი აქტივობები მოსწონს უფრო მეტად თქვენს ბავშვს.

ყურადღება მიაქციეთ სათამაშო სივრცეს

არის თუ არა სათამაშო არეალი ბავშვისთვის მეგობრული და უსაფრთხო? ხომ არ არის დიდი ხმაური ან სხვა ყურადღების გამფანტავი ან გამაღიზიანებელი ფაქტორები? სწორი ადგილია თუ არა ეს თქვენს მიერ შერჩეული აქტივობისათვის, როგორიცაა სირბილი, ბურთის თამაში ან ხატვა? სათამაშო სივრცის წინასწარმა მომზადება შესაძლოა თავიდან აგვაცილოს ბავშვის განერვიულება (ისტერიკა-ტანრტუმი), უბედური შემთხვევა თუ დამსხვრეული ლარნაკი.

კიდევ სცადე

ერთი აქტივობის კვლავ და კვლავ გამეორება შეიძლება მშობლებს არ ხიბლავდეს, მაგრამ ეს სჭირდებათ ბავშვებს. ისინი ვარჯიშობენ რათა დასძლიონ გამოწვევა. როდესაც მათ მთლიანად ”მე თვითონ” გამოსდით რამე ისინი ჯილდოვდებიან თვით-შეფასების ამაღლების, კომპეტენტურობის ძლიერი გრძნობით - რწმენით რომ ისინი ჭკვიანები და წარმატებულები არიან. რაც უფრო მეტად ვარჯიშობენ მით უფრო მეტად ხვეწენ უნარებს. შესაბამისად უფრო მალე გადადიან ახალი გამოწვევის დაძლევაზე და სწავლაც გრძელდება. ასე რომ, როდესაც თქვენ გიდათ, რომ დამალოთ სათამაშო, რომლითაც კიდევ ერთხელ თამაშს ფიქრობთ, რომ  ვეღარ აიტანთ, დაიმახსოვრეთ  - გამეორება არსებით როლს თამაშობს თქვენი ბავშვის განვითარებაში. 


ეძიეთ საშუალებები, რომ მოარგოთ თამაშობები თქვენი ბავშვის საჭიროებებს

ეცადეთ, რომ მოარგოთ თამაშობები და აქტივობები თქვენი ბავშვის საჭიროებებს. თქვენ შესაძლოა იყოთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის მშობელი, ნათესავი ან მეურვე. ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური უნარების შეზღუდვამ ზოგჯერ შესაძლოა გამოწვევები წარმოქმნას თამაშის დროს. მიუხედავად ყველაფრის, ყველა ბავშვი სწავლობს თამაშის საშუალებით და შესაძლებელია თამაშების კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება. 

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები შესაძლოა დაგეხმაროთ, რომ თამაში უფრო სასიამოვნო და თქვენი ბავშვის უნარების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების შესაფერისი გახადოთ:

 - იფიქრეთ გარემოზე. როგორ მოქმედებს თქვენს ბავშვზე ისეთი ცვალებადი ფაქტორები, როგორიცაა ხმაური და სინათლე? როგრია ფონური ხმაური თქვენს სათამაშო ადგილზე? ჩართულია თუ არა ტელევიზორი თუ რადიო? გარშემო ბევრი ბავშვები არიან? თუ ბავშვი მაინც დაძაბულია თამაშის დროს გადაიტანეთ სათამაშო ადგილი უფრო წყნარ და ნაკლებ მასტიმულირებელ ადგილას.

 - როგორ რეაგირებს თქვენი ბავშვი ახალ საგნებზე? ზოგიერთი პატარები, კერძოდ თუ მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ, იოლად აღიგზნებიან (ზედმეტ სტიმულირებას იღებენ), მაშინ როდესაც სხვები სიამოვნებით ერთვებიან აქტივობაში. ითამაშეთ ნელი ტემპით, ერთი საგნით ან სათამაშოთი და თანდათან დაუმატეთ სხვები. დააკვირდით თუ რა რეაქციებს გაჩვენებთ ბავშვი. იღიმება როდესაც ფუმფულა დათუნია ეხება ან ეხუტება? ხომ არ აწუხებს ბავშვს ხმამაღალი ხმები, რომლსაც სათამაშო გამოსცემს?

 - როგორ რეაგირებს ბავშვი სხვადასხვა ტექსტურაზე, სუნსა და გემოზე? მაგალითად ზოგიერთი საგნის შეხება და აღება შესაძლოა განსაკუთრებით სასიამოვნო იყოს პატარასთვის. ზოგიერთმა  შესაძლოა არა კომფორტულად აგრძნობინოს თავი. ამოიცანით თქვენი პატარას სიგნალები და შესაბამისად არეგულირეთ თამაშის პროცესი.

 - ჩართეთ თანატოლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვმა, ისევე როგორც ტიპიურად განვითარებადმა ბავშვმა დაამყაროს ურთიერთობა თანაატოლებთან. დათქვით თამაშის დრო და ეძიეთ საშუალებები, რომ თქვენმა ბავშვმა ითამაშოს სხვა ბავშვებთან, ისეთ დროს როგორიცაა პარკში სეირნობა. თანატოლებთან გართობა მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ბავშვმა ისწავლოს სოციალური უნარები, როგორიცაა გაზიარება, კონფლიქტის გადაჭრა და თანაგრძნობა  - ასევე ეს ეხმარება ბავშვებს მოემზადონ სკოლისათვის.

თამაშისთვის ყოველთვის წინასწარ მოემზადეთ-მაგალითად გაამზადეთ სველი ხელსახოცი, რომლითაც პერიოდულად გაუწმინდავთ ბავშვს ხელებს. ყოველთვის მიეცით ბავშვს სათამაშოების არჩევანი და დაელოდეთ, რა მიიპყრობს მის ინტერესს ჩაერთეთ თამაშში ბავშვთან ერთად, ეს კარგია კომუნიკაციისთვის. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად მონაცვლეობით ითამაშოს. თუ ბავშვი არ გეთამაშებათ ითამაშეთ ისეთი თამაში, როდესაც ბავშვი იძულებული იქნება ჩაგრთოთ თამაშში. კომუნიკაციის სამუშაო მიზნის არჩევის დროს იმდენად რამდენადაც გაგების და ექსპრესიის მიზნები თანაბრად მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად კარგი აზრია ორივე ტიპის მიზნებზე პარალელურად მუშაობა.

ერთი და იგივე აქტივობის შესრულებისას თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ახალი სიტყვების გაგებაში და ამავე დროს ასწავლოთ ახალი ჟესტები ან რაიმე ახალი სიტყვა.

თუ თქვენ ბავშვს უყვარს სათამაშოს დაძინება, მაშინ კომუნიკაციის კარგი მიზანი მის შემთხვევაში იქნება ისეთი სიტყვების აზრის გაგება, როგორიცაა დაწვენა, გაღვიძება, ხვრინვა.

კონსტრუქციული თამაში 

კონსტრუქციული თამაშების დროს ბავშვები სწავლობენ ზომას, სიგრძეს, ფორმას, წონას, პატერნებს-ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც შემდეგ სკოლაში დაჭირდებათ.

კონსტრუქციული თამაშის დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად სცადოს რაღაცეების აშენება, შექმნა. თქვენი დახმარება იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოთ რა და როგორ გააკეთოს.

კონსტრუქციული თამაშის მაგალითები

 კოშკების აშენება-ჯერ დააკვირდით თვითონ რას გააკეთებს კუბიკებით და იმის მიხედვით აარჩიეთ მიზანი. მიზანი შეიძლება იყოს ნიკას კოშკი უფრო მაღალია ვიდრე დედას კოშკი.

ცომით თამაში-დაელოდეთ რას გააკეთებს, დაზელს, ნაზად შეიგრძნობს, თუ ფორმებს მისცემს და იმის მიხედვით აირჩიეთ მიზანი: ბურთს ვაკეთებ, ჩემი დიდია, შენი პატარა…

ვითომ თამაშები

ბავშვები “ვითომ” თამაშს იწყებენ იმ ასაკში, როდესაც აღმოაჩენენ, რომ რაიმე საგანი, მაგალითად სათამაშო შეიძლება ვითომ რეალური ობიექტი იყოს. ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ როგორ ვთამაშობდით ვითომ თამაშს